ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა – პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული დავით შარაშიძე.
გირაო სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა, პროკურატურა კი ყოფილი მაღალჩინოსანის მიმართ პატიმრობას ითხხოვდა.
- საქმის მასალების მიხედვით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეზე, რომელიც ამავე რესტორანში იმყოფებოდა.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება გუშინ წარუდგინა – დავით შარაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Facebook Comments Box











