გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთნიშნა დონემდე გაუმჯობესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით უმუშევრობის გლობალური მაჩვენებლები განაახლა. კვლევა სამუშაო ძალის გამოკითხვას ეფუძნება.
განახლებული შეფასებით 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 10,2% -მდე გაუმჯობესდა, 2023 წელს 9,6% გახდა, 2024 წლიდან კი 8%-ს გაუთანაბრდა, რაც საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ახალი ისტორიული მინიმუმია.
ირკვევა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010-2012 წლებში იყო და 20%-ს შეადგენდა, 2012 წლის შემდეგ კი უმუშევრობის ეს მაჩვენებელი 2,5-ჯერ არის შემცირებული და 21-ე საუკუნეში პირველად, ერთნიშნა დონეზეა.











