პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა მმართველი გუნდის ინიციატივას გრანტების კანონის შესახებ. მან განაცხადა, რომ NGO-ების ნაწილი მართულია საზღვარგარეთიდან და საქმიანობის განსახორციელებლად შავ ფულსა და ხვრელებს იყენებენ: „ეს NGO-ები იყენებენ შავ ხვრელებსა და შავ ფულს. ფაქტობრივად, ისინი თავადვე აღიარებენ, რომ ჩადიან უკანონო საქმიანობას“ – თქვა ეკა სეფაშვილმა.
ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ახალი კანონი აღკვეთს უკანონო საქმიანობას და არ ეხება იმგვარ საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მდიდარი NGO-ები, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც თავიდან ბოლომდე მართულნი არიან საზღვარგარეთიდან უცხოური აქტორების მიერ. ვინაიდან გრანტების შესახებ კანონითა და გამჭვირვალობის კანონით უცხოელ აქტორებს NGO-ების პირდაპირი დაფინანსების საშუალება აღარ აქვთ, ისინი ცდილობენ შავი ფული შემოიტანონ საქართველოში, რათა დააფინანსონ აკრძალული საქმიანობა. აქ ცალსახად არ ეხება საუბარი ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია. ეს NGO-ები იყენებენ შავ ხვრელებსა და შავ ფულს. ფაქტობრივად, ისინი თავადვე აღიარებენ, რომ ჩადიან უკანონო საქმიანობას“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.











