ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი11°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია6°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ამბავიუცხოური მედია140 ნახვა

CNN-ის ყოფილი ჟურნალისტი დონ ლემონი მინესოტაში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დააკავეს

CNN-ის ყოფილი ჟურნალისტი დონ ლემონი მინესოტაში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დააკავეს

CNN-ის ყოფილი ჟურნალისტი დონ ლემონი და კიდევ სამი პირი დააკავეს ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მინესოტას ეკლესიაში ICE-ის მოწინააღმდეგე მომიტინგეებმა, წირვა ჩაშალეს.

ABC News-ის ინფორმაციით, დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალდებები ჯერ არ არის ცნობილი. გენერალური პროკურორის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა, განაცხადა, რომ საქმე ჯერ არ გასაჯაროებულა.

ინციდენტი 18 იანვარს მოხდა, როდესაც მომიტინგეები წმინდა პავლეს ეკლესიაში შეიჭრნენ. მომიტინგეების თქმით, ერთ-ერთი პასტორი წმინდა პავლეს ICE-ის საველე ოფისის მოვალეობის მოქმედი დირექტორია.

გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ, განაცხადა, რომ პარასკევს დილით, ლემონი, მინესოტას შტატში მოღვაწე ჟურნალისტი, ჯორჯია ფორტი და კიდევ ორი პირი, მისი მითითებით დააკავეს. პროტესტთან დაკავშირებით მანამდე კიდევ სამი ადამიანი დააკავეს. ბონდიმ გასულ კვირას სოციალურ მედიაში განაცხადა: „ჩვენ არ ვეგუებით თავდასხმებს ღვთისმსახურების ადგილებზე“.

აღსანიშნავია, რომ მინესოტელი ჟურნალისტი ინციდენტის ადგილზე არ დაუკავებიათ, მას მოგვიანებით საკუთარ სახლში მიაკითხეს.