განათლება

ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია

განათლების სფერო არის განვრცობადი პროცესი და მუდმივად საჭიროებს რეფორმებს. სწორედ ეს არის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი -ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ისტორიული მისიის შესრულება, რაზეც ოცნებოდა სწორედ ივანე ჯავახიშვილი და ეს იქნება ძალიან კარგი საწინდარი ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის- განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა უნივერსიტეტების გაერთიანებაზე საუბრისას. მისი თქმით, „სტუდენტისთვის კარგის მეტი ამ რეფორმით არაფერი ხდება“ და მიაჩნია, რომ სტუდენტი, რომელიც შეცდომაში არ არის შეყვანილი, აქ ცუდს ვერაფერს ნახავს.

მეტრეველის განცხადებით, ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმით სტუდენტის დიპლომი ბევრად უფრო გავლენიანი გახდება და დასაქმების მეტი შანსი გაუჩნდება.

„ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს, ვგულისხმობ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, რადგან თითოეული ახალგაზრდა ოცნებობს, რომ რაც შეიძლება გავლენიან, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბაროს და სწორედ ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმა მის დიპლომს კარგ ძალას და დასაქმების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია, რომელიც დღეს ხორციელდება“- აღნიშნა მეტრეველმა.

მეტრეველი ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს მიმართავს, რომ არავითარ შემთხვევაში მათი სადმე გაშვება და არასრულფასოვანი ინტეგრაცია არ ხდება. მისივე განცხადებით ეს არის თანასწორი, თანაბარუფლებიანი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, რაც მათთვისაც კარგი იქნება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა