პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: უკრაინასთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოზიცია არ არის ისეთი, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ესეც აღიზიანებს ევროპელ ხალხს

ან უნდა მიიღონ არსებული რეალობა და მოცემულობა, მიხვდნენ, რომ ვერ მოჰყავთ ხელისუფლებაში აგენტურა, დასხდნენ და ჩვენ გვესაუბრონ. მეორე გზა არის, რომ ეს ევრობიუროკრატები უნდა შეიცვალონ, რაც პრინციპში ევროპელი ხალხის მოთხოვნაა, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გამოსწორების გზებზე საუბრისას.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ქართული მხარე დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ცვლილებები მოხდება, რადგან ევროპელი ხალხი ​არარჩეული ბიუროკრატების მმართველობით დაიღალა.

„მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დაკარგეს ყველაზე სანდო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით და ამას ევროპელი ხალხი უყურებს. ასევე, უკრაინასთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოზიცია არ არის ისეთი, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ვერანაირი ნაბიჯი ვერ ვნახე მათი მხრიდან გადადგმული. რა თქმა უნდა, ესეც აღიზიანებს ევროპელ ხალხს, რადგან ეს ომი, გარდა იმისა რომ ტრაგედიაა უკრაინელებისთვის, ევროპელ ხალხს ძალიან ძვირი უჯდება, რადგან გაზრდილია კომუნალური გადასახადები და ა.შ. რა თქმა უნდა, ხალხს ეს ტვირთად აწვება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა