პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ

ვაკვირდები ამ სტუ/თსუ-ს საცოდაობას, საბჭოთა ტიპის შეკრებებს, კონფორმიზმს და ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად უფრო რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი დესოვეტიზაციის რამდენიმე ნაბიჯს ასახელებს.

„ახლა ამათ როგორც კი მოვიშორებთ, პირველ საკითხად დავაყენებ დესოვეტიზაციის რამდენიმე ნაბიჯს – საბჭოთა აგენტების და დამსმენების არქივში არსებული სიის გამოქვეყნებას, სკოლებში ცალკე საგნის შემოღებას საბჭოთა ოკუპაციის პერიოდზე და ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხზე (ასეთი კანონები ცენტრალურ ევროპაში მოქმედებს). რა თქმა უნდა, ამ ქონებების 99% კერძო საკუთრებაშია, მაგრამ, მაგალითად, სარაჯიშვილის და სხვა მაშინდელი ბიზნესმენების შთამომავლებმა უნდა მიიღონ კომპენსაცია სახელმწიფოსგან გონივრულ ფარგლებში, ეს ისტორიული სამართლიანობისთვის აუცილებელია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა