ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ პაატა ჟორჟოლიანი„მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი7°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია1°C
  • ფოთი16°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ4 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ18:08
ლიზ ტრასი

განცხადება · 141 ნახვა

„ბრიტანეთში მდგომარეობა უფრო უარესია, რადგან გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული BBC, რომელიც გაჟღენთილია “ვოუქ” იდეოლოგიით და ანტიამერიკული განწყობებით“

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარ პოდკასტშიჟურნალისტ უილ კინგსტონთან ერთად ისაუბრა მედიის მიკერძოებასა და “ვოუქ” იდეოლოგიის გავლენაზე დასავლურ მედიაში, განსაკუთრებით კი ბრიტანეთში. როგორც კინგსტონი აღწერს, დღეს ბევრი ჟურნალისტი პროფესიაში აღარ მიდის სიმართლის საძიებლად, არამედ მიდის როგორც აქტივისტი პოლიტიკური მიზნებით. ამის მიზეზად მან დაბალი ანაზღაურება, “აქტივისტური” თემების მზარდი პოპულარობა და მილიარდერების მიერ მედიის ფლობა დაასახელა.

სწორედ ამ კონტექსტში ტრასმა BBC-ის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთში მედიის მდომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. მისი თქმით, მედია აღარ ასრულებს ნეიტრალური ინფორმაციის გამავრცელებლის როლს, არამედ იქცა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელსაც ხელს უწყობენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე მედიის რეგულატორები.

“ბრიტანეთში კიდევ უფრო მძიმეა ვითარება, რადგან არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული BBC, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის ერთ-ერთ განშტოებად იქცა, სადაც ფეხი მოიკიდა ე.წ. ვოუქ-კულტურამ, ტრანსგენდერულმა იდეოლოგიამ, ისრაელის, ამერიკის და ტრამპის საწინააღმდეგო განწყობებმა. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ტრამპი მათ სასამართლოშიც კი უჩივის მასშტაბური მიკერძოებულობის გამო”, – აღნიშნა ტრასმა.

ლიზ ტრასი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლიზ ტრასი„როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება“
  2. ლიზ ტრასი„ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო აპატიმრებს, ისლამისტი მოძალადეები კი ძალადობისთვის არ ისჯებიან“
  3. ლიზ ტრასი„ევროკავშირი ტექნოკრატიული და ანტიდემოკრატიული აზროვნების თავშესაფარია“
  4. ლიზ ტრასი„ბრიტანეთი უმოქმედოდ, მარტო დარჩა ისევე როგორც ევროკავშირი, რადგან დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა – ჩვენ ამ ფონზე სულელურად გამოვიყურებით“