„როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება“
„ბრიტანეთში მდგომარეობა უფრო უარესია, რადგან გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული BBC, რომელიც გაჟღენთილია “ვოუქ” იდეოლოგიით და ანტიამერიკული განწყობებით“
„ბრიტანეთის პოლიცია მიკერძოებულ, პრიორიტეტდაკარგულ ორგანოდ იქცა, რომელიც ადამიანებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო აპატიმრებს, ისლამისტი მოძალადეები კი ძალადობისთვის არ ისჯებიან“
„ევროკავშირი ტექნოკრატიული და ანტიდემოკრატიული აზროვნების თავშესაფარია“
„ბრიტანეთი უმოქმედოდ, მარტო დარჩა ისევე როგორც ევროკავშირი, რადგან დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა – ჩვენ ამ ფონზე სულელურად გამოვიყურებით“
„არასამთავრობოების ინდუსტრიული კომპლექსი გამრავლდა და ჩამოყალიბდა თაღლითთა კლასი, რომელთა უმეტესობა დღეს ლორდთა პალატაშია, ასეულობით “კვანგოში” ან არასამთავრობო სექტორში, ყველანი კი საბოლოოდ სახელმწიფოსგან ფინანსდებიან“
„ახალ ელიტას არ ადარდებდა ბრიტანეთის მდგომარეობა ან მისი ხალხის კეთილდღეობა, არამედ, ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა დეცენტრალიზაცია, კლიმატის ცვლილება, სოციალური სამართლიანობა – ეს იყო კაცობრიობის შეურაცხმყოფელი ხედვა“
„პრობლემები, რომლებსაც ამერიკაში „დიპ სტეიტის“ და ადმინისტრაციული სახელმწიფოს სახით ვხვდებით, არსებობს ბრიტანეთში და მთლიანად დასავლურ სამყაროში“
„10 წელი ბრიტანეთის მთავრობაში გავატარე, ამ გამოცდილებამ, განსაკუთრებით კი, პრემიერ-მინისტრობის პერიოდმა დამარწმუნა, რომ ბრიტანული სისტემა ფუნდამენტურად დანგრეულია – მინისტრები მარიონეტების მსგავსად მოქმედებენ“
„დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ძალაუფლება თავადვე ჩამოართვა როგორც საკუთარ თავს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყოველი მომდევნო პრემიერ-მინისტრი წინამორბედზე ნაკლებად პოპულარულია“