ზაზა დობორჯგინიძე
განცხადება · 128 ნახვა
„მივესალმები კომერციული სუროგაციის აკრძალვას, რომელიც კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა - დედობის ყიდვა არაა თავისუფლება, არამედ შეშლილი მილიონერების მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმა“
პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწვეყილებას სუროგაციის აკრძალვის თაობაზე მიესალმება და მას კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმას უწოდებს.
მისი თქმით, ქალის რეპროდუქციის გაყიდვა და დედობის ყიდვა, “შეშლილი მილიონერების” მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმაა.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“მივესალმები კომერციული სუროგაციის აკრძალვას, რომელიც ღარიბი ქალების კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა. რეპროდუქციული ავტონომია ესაა, როცა არ გინდა გააკეთო არჩევანი კარიერას და ოჯახს შორის და ყინავ კვერცხუჯრედს. სხვა ქალის რეპროდუქციის კომოდიფიკაცია, დედობის ყიდვა არაა თავისუფლება, არამედ შეშლილი მილიონერების მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმა,” - წერს დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
ზაზა დობორჯგინიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზაზა დობორჯგინიძე„იპოდრომზე ტრამპ ტაუერი იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება“
- ზაზა დობორჯგინიძე„კაციშვილს არ ახსოვდა რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას“
- ზაზა დობორჯგინიძე„რატომ არ გააპროტესტა იქ მყოფმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურ და რუს პრემიერს ასმენინებენ? – თავად არ სჯერათ მთელი ამ დისკურსის “რუსული რეჟიმის” შესახებ და განსხვავებით საკუთარი სახელმწიფოსგან, ამერიკის პატივისცემა და რიდი აქვთ“
- ზაზა დობორჯგინიძე„ირანი ამ ომის შედეგად სტრატეგიულად გამარჯვებული და გაძლიერებულია. საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი“
