“იყო მწვავე შეკითხვები, დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით~.-ამბობს განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია
„ამ შეხვედრას ორ ნაწილად გავყოფდი და შევთანხმდით, რომ მეორე ნაწილთან დაკავშირებით შეხვედრა კვლავ გაგრძელდება.
ეს იყო როგორც ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები, მეორე კი იყო პოლიტიკური საკითხები, რომელსაც გასცემს პასუხს უკვე მინისტრი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს როგორც ტექნიკური, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები ერთად შეხვდება მინისტრს, გივი მიქანაძეს. ჩვენ იქ საუბარი გვექნება კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ტექნიკურ საკითხებზე დღესაც აქტიურად იყო საუბარი, მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ თემა საკმაოდ მწვავეა, მნიშვნელოვანია, ორივე უნივერსიტეტისთვის, ვფიქრობ, რომ დიალოგი აუცილებელია, რომ გაგრძელდეს”.











