ჩვენ არ ვართ რაღაც კლასში და ჯგუფხელები არ არიან არც შვედეთი, არც დანია, არც გერმანია და არც საფრანგეთი. წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგში დიდ-პატარაობა არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შვედეთი ცდილობს, სამიათასწლიანი სახელმწიფოს მქონე საქართველოს ჭკუა ასწავლოს, რატომ არ უნდა მივუთითოთ სხვებს იმ ხარვეზებზე, რაც მათ ქვეყნებშია?
„შვედეთი როდესაც ჩვენს მენტორობას ცდილობს, ცხვირაწეული გვესაუბრება და ჭკუას გვასწავლის სამიათასწლიანი სახელმწიფოს მქონე საქართველოს, რომელსაც დემოკრატიის ასწლოვანი გამოცდილება აქვს და იყო ერთ-ერთი პირველი დემოკრატია, სადაც არჩევითობის პრინციპი დამკვიდრდა, სხვებს ჭკუა რატომ უნდა ვასწავლებინოთ და არ უნდა მივუთითოთ იმ ხარვეზებზე, რაც მათ ქვეყნებშია? რა თქმა უნდა, ყველას მივუთითებთ ხარვეზებზე და ვნახავთ, რა რეაგირება იქნება. უსამშობლოები ამბობენ, ჩვენ უნდა ვიყოთ საკავშირო რესპუბლიკის დონეზე, როგორც საბჭოთა კავშირში ვიყავით და მოსკოვიდან ჭკუას გვასწავლიდნენ, რევიზორები ჩამოდიოდნენ და მეორე მდივნებს გვინიშნავდნენ. ჩვენ ევროკავშირი ან ასე წარმოგვიდგენია, როგორც კავშირი არათანაბრების, ან ჩვენ ვიქცევით, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ითხოვს, მის სახლმწიფოებრიობას პატივი სცენ. შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ შვედეთის, არამედ სხვების მიმართ. ბერლინში დემონსტრაციების დაშლა ნანახი გააქვთ? ბერლინში ძალადობა ხდება დემონსტრანტების მიმართ და ამაზე არ ვთქვათ არაფერი? არც იმაზე, რომ დანიამ გრენლანდიაში სტერილიზაცია მოახდინა და ეს შეფასებულია, როგორც გენოციდი გრენლანდიის აბორიგენი მოსახლეობის. დღემდე, დანიაში გამოძიება არ არის დასრულებული, როცა გრენლანდიელი ქალების, მოსახლეობის ნახევრის არანებაყოფლობითი სტერილიზაცია მოხდა, კონტროლი ყოფილიყო შობადობაზე. ამის გამო დღემდე არავინ არის დასჯილი, მხოლოდ პოლიტიკური ბოდიში მოვისმინეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ და საქართველოს თვალში ბეწვს ხედავენ.
„გვინდა, ის ფარისევლობა ჩანდეს, რასაც მსოფლიო პოლიტიკაში აქვს ადგილი და როცა საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ და ჩვენს თვალში ბეწვს ხედავენ. სახელმწიფოები, რომლებიც თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მოლდოვაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე ორი პარტია მოხსნეს და ვინმეს ხმა, სუსი, კრინტი გაგიგიათ? უკრაინაში ოცზე მეტი პარტია გაუქმდა და ხმა გაგიგიათ? ხმა მაშინ ამოიღეს, როცა უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმა. სადაც მათი ინტერესია, რომ ხელისუფლების ინტერესები ჰქონდეთ. როგორც კი, ზელენსკიმ მასთან შეხება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, თურმე, უკრაინელი ერი ზელენსკის გარშემო კი არ არის კონსოლიდირებული, „კარდონიანი ენჯეოები“ გამოვარდნენ, როცა რაკეტები ცვიოდა და კიევის დაბომბვის პრობლემა ჰქონდა, ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილების მეხუთე მუხლში, მესამე პუნქტი რატომ გინდა შეცვალოო. ბრიუსელმა ხმა არ ამოიღო პარტიების, ტელევიზიების გაუქმებასა და კორუფციაზე, მაგრამ როგორც კი, სახელისუფლებო ბერკეტზე შეხება გადაწყვიტა ზელენსკიმ, „ენჯეოეშნიკები კარდონებით“ დააყენეს დედაქალაქში, სადაც ყოველ წუთს შეიძლებოდა, ბომბი ჩამოვარდნილიყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.











