უცხოური მედია

ვიქტორ ორბანი – არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება, 2026-2030 წლები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საშიში იქნება

ქალაქ სომბატჰელიში, „ომის საწინააღმდეგო მიტინგზე“ სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბრიუსელში უკვე შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება.

„არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება. ევროკავშირმა ომის ეკონომიკაზე გადასვლა გამოაცხადა. ამიტომ, 2026-2030 წლების პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საშიში იქნება. 2026 წელი ომამდე ბოლო არჩევნებია, ამიტომ ჩვენ ომის საწინააღმდეგო მიტინგებს ვატარებთ“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანის თქმით, დღეს ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ უნგრეთის ფულს, რომლის გამოყენებაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სურთ, წაართმევენ და უკრაინას გადასცემენ.

„უკრაინელები 1,5 ტრილიონ დოლარს ითხოვენ, რაც ჩვენს ფულსაც მოიცავს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსებთან შეთანხმების გარეშე თუ ევროკავშირის ერთი ჯარისკაციც კი გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ომში შევედით და ევროკავშირის ხელმძღვანელობა არ არის კმაყოფილი კავშირის მხოლოდ ნახევრის ომში მონაწილეობით, ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა მონაწილეობა მიიღონ ომში. სწორედ ამიტომ არის ბრიუსელი ჩვენი მთავარი ოპონენტი და არა პარტია„ტისა”, რომელსაც 27 წევრი ჰყავს“, – განაცხადა ორბანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა