განცხადება · 123 ნახვა
„ჩინეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა, პეკინში ტრამპის ვიზიტი ჩაშალოს“
ჩინეთმა შეერთებული შტატები გააფრთხილა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა, ჩაშალოს დონალდ ტრამპის ვიზიტი პეკინში – ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სი ძინპინმა ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის საკითხი ოთხშაბათს ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროსაც წამოჭრა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ “ტაივანისთვის იარაღის გაყიდვის საკითხს გონივრულად უნდა მიუდგეს”.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
გამოცემის ცნობით, ჩინეთმა “სერიოზული შეშფოთება” გამოთქვა Patriot-ის, NASAMS-ის და სხვა შეიარაღების სისტემების ტაიპეიში შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით. დახმარების პაკეტის საერთო ოდენობამ შესაძლოა 20 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
პეკინში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს საფრთხეს უქმნის აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც აპრილში უნდა გაიმართოს.
თუმცა, წყაროების ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ ჩინეთი ბლეფს მიმართავს და ვიზიტს რეალურად არ გააუქმებს.
Financial Times სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- Financial Times„ბერძნულმა გადამზიდავმა კომპანიებმა ბოლო სამ წელიწადში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებით თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს“
- Financial Times„პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას“
- Financial Times„უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას კარგავს, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის“
- Financial Times„ევროპას სასწრაფოდ სჭირდება ამერიკული გიგანტების, Visa-სა და Mastercard-ზე დამოკიდებულების შემცირება“
