ეკონომიკა

შოთა ბერეკაშვილი: დეტალური და შინაარსობრივი საუბარი მნიშვნელოვანია პროცესისთვის, რადგან სწორი პრობლემების იდენტიფიცირება საშუალებას მოგვცემს სწორი ანალიზის გაკეთებისთვის, რაც თავის მხრივ საშუალებას მოგვცემს სწორი მექანიზმების დანერგვისთვის

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯამა და განაცხადა, რომ დისკუსიის დროს გამოვლინდა ხუთი ძირითადი პრობლემა, რომელიც პროდუქციის გაძვირებას იწვევს. როგორც სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროდუქციის მაღალი ფასი გამოწვეულია როგორც წარმოების, ისე სავაჭრო და ფინანსური სისტემური პრობლემებით.

„საინტერესო თემები წამოიჭრა. რომ შევაჯამოთ განსაკუთრებით ხუთი ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა. პირველი, წარმოების ნაწილში აღმოჩნდა, რომ მწარმოებელი დიდწილად დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე, რომელიც თავის მხრივ იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის. მეორე, წარმოების ხარჯის გარდა, ასევე საოპერაციო ხარჯის ნაწილში განსაკუთრებით დიდი წილი ეთმობა ე.წ. გაყიდვების და მარკეტის ხარჯს, რომელიც შედგება „ქეშბექების“, მაღაზიაში შესვლის, თაროს გადასახადის და ა.შ.- ეს მნიშვნელოვნად აძვირებს პროდუქციას. კომისიისთვის მესამე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ ურთიერთობის ჯაჭვში მწარმოებელ, დისტრიბუტორსა და „რითეილერებს“ შორის არსებობს ასიმეტრიული ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედა რგოლს უფრო მეტი პირობების დაყენება შეუძლია კომერციულ ურთიერთობებში. ასევე პრობლემად გამოვლინდა ნაშთების მართვა. ნაშთების მართვის ოპტიმიზაცია საშუალებას მოგცემთ, უფრო ეფექტურად იმუშაოთ. მეხუთე კატეგორიის პრობლემაა, როგორიც არის სამუშაო კაპიტალი, კაპიტალის ღირებულება და გადახდის დაგვიანების შემთხვევები, რომლის ღირებულებაც აისახება პროდუქტის თვითღირებულებაში და ფასზე ესეც ქმნის დამატებით წნეხს“- აღნიშნა ბერეკაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა