პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მომხსენებლები თორნტონი და ვართანიანი, დიდად არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა პერიოდში გამართული პოლიტ- აგიტპროპის შეხვედრებზე საგანგებოდ მოწვეული აგიტატორებისგან თუ პოლიტმუშაკებისგან, ხალხს რომ არწმუნებდნენ როგორ ლპებოდა კაპიტალისტური სამყარო და როგორ უმოწყალოდ ჩაგრავდა ის მშრომელ პროლეტარიატს

აშშ-ის კონგრესის ე.წ. “ჰელსინკის კომისიის” გუშინდელ სხდომას ასდიოდა საბჭოური თვეობით გაურეცხავი ტუალეტის სუნი, რადგან გარემო იყო ისეთი – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მომხსენებლები თორნტონი და ვართანიანი, დიდად არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა პერიოდში გამართული პოლიტ – აგიტპროპის შეხვედრებზე საგანგებოდ მოწვეული აგიტატორებისგან თუ პოლიტმუშაკებისგან, ხალხს რომ არწმუნებდნენ როგორ ლპებოდა კაპიტალისტური სამყარო და როგორ უმოწყალოდ ჩაგრავდა ის მშრომელ პროლეტარიატს.

„აშშ-ის კონგრესის ე.წ. “ჰელსინკის კომისიის” გუშინდელ სხდომას ასდიოდა საბჭოური თვეობით გაურეცხავი ტუალეტის სუნი, რადგან გარემო იყო ისეთი. 

მომხსენებლები თორნტონი და ვართანიანი, დიდად არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა პერიოდში გამართული პოლიტ – აგიტპროპის შეხვედრებზე საგანგებოდ მოწვეული აგიტატორებისგან თუ პოლიტმუშაკებისგან, ხალხს რომ არწმუნებდნენ როგორ ლპებოდა კაპიტალისტური სამყარო და როგორ უმოწყალოდ ჩაგრავდა ის მშრომელ პროლეტარიატს (ჩვენს შემთხვევაში სამოქალაქო სექტორს). 

აი ასეთ ნეოსაბჭოურ სტილში გალიეს ის დრო რაც დაეხარჯათ საქართველოზე ფუჭ ქაქანში. ეს სხდომა ამერიკელი გადამხდელების ფულით დაფინანსდა, სხვათა შორის, იმ გადამხდელების,  საქართველოს რუქაზე რომ ვერ იპოვნიან და ჯორჯიის შტატში აერევათ. არადა, რამდენს უნდა საქართველოში რომ მართლა “ჯორჯია” გავხდეთ.“ – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა