განათლება

ირაკლი კობახიძე – დღეს მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების კვოტებს ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, თსუ-ს დაუბრუნდება დედაუნივერსიტეტის მისია

დღეს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს ამტკიცებს. კვოტები პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაეფუძნება შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, განათლების სამინისტროსთან ერთად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, კვოტები განისაზღვრება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად.

„ამ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას წარუდგენს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, რომელიც დღეს გამართავს ბრიფინგს ამ თემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე. ხაზს გავუსვამ რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს, რომელიც ამ კვოტებშიც არის ასახული. ამ რეფორმის შედეგად, თსუ-ს დაუბრუნდება დედაუნივერსიტეტის მისია. ის სტატუსი და მისია, რომელიც 90-იანი წლების პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკარგა და უფრო მოგვიანებით, 2004-2012 წლებში, წინა ხელისუფლების მიზანმიმართული, მავნებლური ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგა. თსუ-ს უნდა დაუბრუნდეს დედაუნივერსიტეტის სტატუსი, შესაბამისი მისია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რეფორმის, რომელიც წამოვიწყეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის. ეს რეფორმა არის აუცილებელი, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება, რასაც ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ. სწორედ ამას მიეძღვნება ჩვენი საქმიანობა მომავალი წლების განმავლობაში“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა