ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი12°C
  • გორი10°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია2°C
  • ფოთი13°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲡᲮᲕᲐ30 ᲛᲐᲠᲢᲘ09:37
ლევან კოჭლოშვილი

განცხადება · 94 ნახვა

„პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას – ეს არის დარტყმა ეროვნულ ერთობაზე და ფასეულობებზე, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა საქართველო“

პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მათთან დაკავშირებული ტელევიზიებისა და „ათეისტი თეოლოგების“ განცხადებების მეშვეობით, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი წერს სოციალურ ქსელში. ის ფიქრობს, რომ პროცესი ატარებს პოლიტიზებულ ხასიათს – როდესაც ეკლესია მიზანში ამოღებულია კონკრეტული ინტერესების გასატარებლად.

მისი თქმით, ერთობა, სიფრთხილე და პრინციპულობა არის პასუხი იმ მცდელობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ეკლესიისა და ქვეყნის დასუსტებას.

“პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მათთან დაკავშირებული ტელევიზიებისა და „ათეისტი თეოლოგების“ განცხადებების მეშვეობით, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას – ეს არის პირდაპირი დარტყმა ეროვნულ ერთობაზე და იმ ფასეულობებზე, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა საქართველო. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ეს პროცესი ატარებს მკაფიოდ პოლიტიზებულ ხასიათს – როდესაც ეკლესია, როგორც ერთიანობისა და სტაბილურობის საყრდენი, მიზანში ამოღებულია კონკრეტული ინტერესების გასატარებლად. საუბარია იმ ეკლესიაზე, რომლის სიძლიერეც არაერთხელ იხილა მსოფლიომ – ეკლესიაზე, რომლის წყალობითაც ჩვენი რწმენა, ეროვნული იდენტობა და სულიერი მემკვიდრეობა დღემდე მტკიცედ დგას. ეს არის ის ძალა, რომლის გარშემოც ქართველი ერი ერთიანდება, და რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს მიმდინარე პროცესები და არ დაუშვას სარწმუნოების საკითხების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ერთობა, სიფრთხილე და პრინციპულობა არის პასუხი იმ მცდელობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის დასუსტებას.”- წერს კოჭლოშვილი.

ლევან კოჭლოშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლევან კოჭლოშვილი„კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებ, ეს პატრიოტიზმი კი არა, მანიპულაციაა“
  2. ლევან კოჭლოშვილი„საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი თანხვედრა, საქართველო და აშშ საუბრობენ საერთო ენაზე“
  3. ლევან კოჭლოშვილი„დემოკრატია ორმაგი სტანდარტებით ვერ იარსებებს, დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ განცხადებებით არ იზომება – ისინი კონკრეტული ქმედებებით უნდა დადასტურდეს“
  4. ლევან კოჭლოშვილი„ეს რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა“