სპორტი

რატი იონათამიშვილი: პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს

საქართველოსთვის პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის მხარდაჭერას, არამედ, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი მექანიზმი და ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტზე (CESCR) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

„პარალიმპიური მოძრაობის ბიუჯეტი 2012 წელს 27,000 ლარი იყო, დღეს კი 4.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რასაც ასევე ემატება ძლიერი სოციალური გარანტიები და ჯილდოები პარაათლეტებისთვის. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პარიზის 2024-ის წინ, პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს. ბოლოს, მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივესალმო ქართველ პარასპორტსმენებს ზამთრის პარალიმპიური თამაშების წინ, რომელთა მიღწევები შთამაგონებელია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც მათი, ასევე სხვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას.“-განაცხადა იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა