რა საერთო აქვს რკინიგზის გახსნას და მედიას?,-ასეთი სატაურით აქვეყნებს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს.
მისი თქმით, XXI საუკუნეში, როდესაც მასკი მარსზე სასტუმროებს ხსნის და გალაქტიკათაშორის ტაქსების დიზაინზე მუშაობს ბჭობა რკინიგზის გახსნა -არ გახსანაზე, უკვე აბსურდია.
შეგახსენებთ, რომ 1825 წელს. მსოფლიო შეიცვალა, რადგან სტოქტონ—დარლინგტონის რკინიგზა გაიყვანეს. ქვანახშირის გადატანა გემებისაკენ მალე მომგებიანი ბიზნესი გახდა და მსოფლიო გამდიდრდა.
გვინდა კეთილდღეობა? რკინიგზა უნდა ამუშავდეს სრული დატვირთვით, როგორც ეს ომამდე იყო!!პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკას, მაგრამ მდგრადი ეკონომიკა ქმნის ისეთ დამცავ ველს, სადაც პოლიტიკური ავანტიურები ლოდს ეხეთქება და იმსხვრევა! სამი მილიონი ადამიანის კეთილდღეობის მიღწევა ძალიან მარტივია, მაგრამ ამას ვაჭრობისთვის გახსნილი გზები, შემცირებული გადასახადები და პოლიტიკური ნება სჭირდება. რეალობა ესაა, ჩვენ კი, ირეალურ ქაოსში ვკარგავთ დროს.
მთელი ქვეყანა ჩართულია სოც.ქსელების ბინძურ თამაშებში და ერთმანეთის დამუნათებით არის დაკავებული, ამ დროს ჩვენს ყურის ძირში სასიცოცხლო ამბავი წყდება! გზა სიცოცხლეა, გზა კეთილდღეობაა! როდის ამოვალთ ჭაობიდან , რომელშიც 35 წელია ჩაგვფლეს და ახლა პატარა ხავსი გამოჩნდა, რომელსაც უნდა მოვეჭიდოთ, არადა ისევ ერთმანეთის თავებზე გადახტომას ვცდილობთ.
ვიღაცას უხდიან მავანთა “გაშავებაში”,( რა პატარაა ეს ქვეყანა. ყველა ინფორმაცია ხელის გულზე დევს) ვიღაცას ბილწსიტყვაობაში, ამ დროს არავის არ უხდიან სწორი, გეოპოლიტიკურად მდგრადი პროგნოზის დადებაში. რატომ? გაიღვიძეთ ხალხო!!! ამოდით მენტალური ჭაობიდან და მიხვდით, რომ თუ თავად არ დავიწყებთ თითო აგურის დადებას და არა გამოღებას ქვეყნის კეთილდღეობისთვის, არავინ მოგვართმევს ლამაზ ცხოვრებას ფაიფურის ლარნაკით.
უნივერსიტეტების თემამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ თუ არის სურვილი და ჯანსაღი აზრის ჭიდილი, ყველაფერი გამოვა.
რაც შეეხება მთავრობას.
არ გიფიქრიათ, რომ მათაც ჭირდებათ პოზიტიური იმპულსი ჩვენგან? გაბოროტებულ, ეგზალტირებულ, გენდერარეულ ბიპოლარული აშლილობის საშიშ ზღვარზე მყოფ სამყაროში პატარა გემს სახელად “საქართველო” უმოწყალოდ არწევენ და ცდილობენ ჩაძირონ! ერი და ბერი, მთავრობა და მხედრობა უნდა ერთიანდებოდეს და არა კარგავდეს ძვირფას დროს მუდმივ ქიშპობაზე. მომწიფდა ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი რკინიგზის გახსნის თემა. დაკარგულ ტერიტორიებთან უფრო ახლოს მისვლის შანსი გამოკრთა….
იქ, სადაც ჩნდება ვაჭრობა და მიმოსვლა კონფლიქტიც მეორე ხარისხოვანი ხდება (ასე იყო ერგნეთის ბაზრობის მაგალითზე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა მოსპო) ახლა მნიშვნელოვანია სწორი იმპულსი მოდიოდეს ხალხისგან მთავრობისკენ და პირიქით. იმისათვის, რომ პროცესი ჯანსაღად წარიმართოს, საჭიროა მაქსიმალური ღიაობა, ამას კი ობიექტური მედია სჭირდება!
დროა დაწესდეს მკაცრი კონტროლი სოც.ქსელებზე და დესტრუქციულ ბლოგერებზე, რომლებიც მტრების დაფინანსებით ცდილობენ პროცესები “გაჯეტებიდან” რეალურ სამყაროში გადაიტანონ.
დიახ, გასაოცარია, რომ ამხელა საქმეში, როგორც ქვეყნის განვითარებაა, ყურადღებას ვაქცევთ ასეთ ერთი შეხედვით სისულელეს,როგორც “ჰეიტერებია”, მაგრამ პარაზიტების ბუნება ასეთია. ისინი ხშირად ჯანსაღ და მზარდ ორგანიზმს სპობენ.
უცხოური აგენტურა წლობით ამზადებდა ზონდერ ჯგუფებს მედია სივრცეში. ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს ჯანსაღი ინტერნეტ მედია. ( ვინც ცდილობს სიმართლის თქმას, მომენტალურად ასევენ სხვადასხვა “გამშავებელ” ჯგუფებს) ყველა ერთად, ერთი ობობის ქსელის მაგვარ სტრუქტურას ქმნიან და ცდილობენ აზრით მანიპულაციას. ზუსტად ამ მიზეზის გამო,”გუგლში” შესვლისთანავე პირველ რიგში “გიხტებათ” სრულიად ანტისახელმწიფოებრივი სტატია, ან ინტერვიუ, გაჟღენთილი სიძულვილით და ბოროტი პათოსით.
სად არის ჯანსაღი მედია? რატომ ვერ კრეფს რეიტინგს? ეს არ არის რიტორიკული შეკითხვა,როგორც წლებია მიგვაჩვიეს.
არსებობს კონკრეტული პასუხი: წლების განმავლობაში გრანტებით და მთავრობაში თბილად მოკალათებული დესტრუქციული ელემენტებით ნაკვები ანტი-მედია საშუალებები წლობით იკავებდნენ ლიდერ პოზიციებს, მაშინ, როდესაც მთავრობის მიმართ ლოიალური მედია ვალებში იხრჩობოდა!
ვფიქრობ მოვიდა დრო, ყველა თავისი საქმის პროფესიონალი თავის ადგილს დაუბრუნდეს. დამიჯერეთ, ძალიან მარტივია ინტელექტით და განათლებით გააჩუმო “კალოშიდან” ამომძვრალი ჩხავანა, ამორფული ბიო მასა. ჟურნალისტობა გონი, კალამი და ნამუსია და არა ფარი, საკუთარი ამბიციური ვნებააშლილობის და “შავი” ფინანსების დასაცავად.
დღეს პრემიერ-მინისტრი ყველგან ღიად აფიქსირებს დიალოგის საჭიროებას. დღეს,არავის არ დევნიან და არ იჭერენ განსზვავებული აზრის გამო.
მაგრამ!!!! არსებობს წითელი ხაზები ყველანაირ ურთიერთობაში. არგუმენტირებული სჯა-ბაასი კიბატონო, აი უზრდელური, ზიზღით გაჯერებული რიტორიკა კი ნამდვილად დასჯის ღირსია.
კიდევ ერთხელ რეზიუმეს სახით: სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება გადის ჩვენს კეთილდღეობაზე და ყოფნა არყოფნაზე. არ არის გზა-არ არის განვითარება. ახალი სარკინიგზო რუკა, ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი აეროპორტები, ავტობანები -ეს განვითარებაა. დანაწევრებული რკინიგზა- რეგრესი.
P.S. ამასობაში, ჟურნალისტები უნდა დაუბრუნდნენ თავის საქმიანობას და კვლავ აქციონ დიად პროფესიად, როგორც ეს ადრე იყო.











