პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ფეისბუქგვერდზე “დედამიწის გარშემო”: ეს აგენტურის ერთ-ერთი გვერდია, ფოტოზე სპორტის ლეგენდები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები სჩანან – იმის ნაცვლად, ამაყობდნენ საკუთარი ქვეყნის ლეგენდებზე, გაღიზიანებული ხალხია, ამიტომაც არიან სასირცხვილო, გამარგინალებულ უმცირესობაში

ეს აგენტურის ერთ-ერთი გვერდია, ფოტოზე კი სპორტის ლეგენდები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები სჩანან – ეს საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტია, – წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, ფეისბუკ გვერდ “დედამიწის გარშემოს” მიერ გამოქვეყნებული პოსტის შესახებ.

მისი თქმით, უსამშობლოთა გვერდის პათოსი განსხვავებულია და ცდილობენ, საკუთარი ქვეყნის ლეგენდების შესახებაც კი ნეგატიური პიარი აწარმოონ, სწორედ ამიტომ, ისინი გამარგინალებული უმცირესობა არიან.

“ეს აგენტურის ერთ-ერთი გვერდია, ფოტოზე კი სპორტის ლეგენდები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები სჩანან – ეს საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტია. უსამშობლოთა გვერდის პათოსი განსხვავებულია – ცდილობს აქედანაც კი ნეგატიური პიარი აწარმოოს… აკაცუკები აჰაჰავებენ, ძირითადად შეუმდგარი, ცხოვრებაზე გაბრაზებული ხალხი!.. ვინმემ დამისახელოს მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც, რომლის პარლამენტის სპორტის კომიტეტის შემადგენლობაში ამ მასშტაბის სპორტსმენები არიან! იმის ნაცვლად, რომ ამაყობდნენ, ავადმყოფურად და თავხედურად მავნებლები, შურიანები და სამშობლოზე გაბოროტებულები, საკუთარი ქვეყნის ლეგენდებზე, მისი დროშის ყველაზე ამაყად აღმმართველ ადამიანებზე გაღიზიანებული ხალხია, ამიტომაც არიან სასირცხვილო, გამარგინალებულ უმცირესობაში!” – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა