პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის შესახებ: შინაარსში კი არ „არ შედიან“, უბრალოდ არ შეუძლიათ! ზედაპირულობა — მათი სტილია. უნიათობა — მათი ბუნება. ყვირილი — არგუმენტების ერთადერთი ალტერნატივა

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების რეფორმაზე გამართულ დებატებს და წერს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პროფესორ-ექსპერტებმა აჩვენეს, რომ შინაარსობრივი მსჯელობა რიგ საკითხებზე, არ შეუძლიათ და ეს დებატებზე გამოჩნდა: „2023 წელს, როცა „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონპროექტი წარადგინა, ლიბერალური ელიტის მთავარი ლოზუნგი იყო: „შინაარსში არ შევიდეთ!“. მაშინ ეს გამიზნული მავნებლობა გვეგონა… თუმცა, აღმოჩნდა, რომ შინაარსში კი არ „არ შედიან“, არამედ, უბრალოდ არ შეუძლიათ!“ – წერს დეპუტატი.

ზურაბ ქადაგიძე ხაზს უსვამს, რომ ოპონენტები დაკავებული არიან ინტელექტურლური ბლეფით და არ წარმოადგენენ ძლიერ ოპონენტებს.

„2023 წელს, როცა „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის კანონპროექტი წარადგინა, ლიბერალური ელიტის მთავარი ლოზუნგი იყო: „შინაარსში არ შევიდეთ!“. მაშინ ეს გამიზნული მავნებლობა გვეგონა… თუმცა, „იმედის“ დებატებმა ყველაფერს ფარდა ახადა და ეს ფრაზა ახლებურად „ააჟღერა“. აღმოჩნდა, რომ შინაარსში კი არ „არ შედიან“, არამედ, უბრალოდ არ შეუძლიათ! ზედაპირულობა — მათი სტილია. უნიათობა — მათი ბუნება. ყვირილი — არგუმენტების ერთადერთი ალტერნატივა. როცა ცოდნა ნულია, დარჩენილი გამოსავალი შინაარსისგან გაქცევაა. გუშინდელმა ეთერმა დაადასტურა: ჩვენ საქმე გვაქვს არა ძლიერ ოპონენტთან, არამედ ინტელექტუალურ ბლეფთან, რომელიც პირველივე სერიოზულ კითხვაზე ჩამოიშალა“ – წერს ზურაბ ქადგიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა