პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: როცა დებატებში მარცხდები, დებატების დაკნინებას იწყებ – ეს არის ოპოზიციის სტრატეგია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განათლების რეფორმის შესახებ გამართულ დებატებს ეხმიანება.

ის ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების მოწინააღმდეგეების შეფასებებზე და ამბობს, რომ ოპოზიცია არგუმენტებზე დამყარებულ დებატებს ვერ უძლებს.

მისივე თქმით, როდესაც დისკუსიაში მარცხდებიან, იმის ნაცვლად, რომ არგუმენტები გააძლიერონ, დებატების დაკნინებას იწყებენ. ანანიძეს მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის ოპოზიციის სტრატეგია.

“როცა დებატებში მარცხდები, დებატების დაკნინებას იწყებ – ეს არის ოპოზიციის სტრატეგია”- წერს ანანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა