Uncategorized

ეფექტური, მაგრამ არასაკმარისი: ფსიქიატრმა შეაფასა კანონები, რომლებიც 15-16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას კრძალავს

ლოს-ანჯელესში გრძელდება სასამართლო პროცესი Meta-სა და YouTube-ის წინააღმდეგ — კომპანიებს ბრალად ედებათ ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც იწვევს დამოკიდებულებას და აზიანებს ბავშვების ფსიქიკას.

ამ ფონზე, ფსიქიატრი და იელის მედიცინის სკოლის ლექტორი, ანა იუსიმი, პოტენციურად ეფექტურს უწოდებს იმ ქვეყნების (საფრანგეთი, ავსტრალია) ზომებს, რომლებმაც 15-16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აუკრძალეს.

„მეცნიერული კვლევები ხაზს უსვამს, რომ სოციალურ ქსელებზე წვდომის 16 წლამდე გადავადებამ შესაძლოა, შეაკავოს მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი“, —განაცხადა მან.

ამავდროულად, იუსიმი მიიჩნევს, რომ ასეთი ზომები, შესაძლოა, არასაკმარისი აღმოჩნდეს:

„ეფექტი შეზღუდული იქნება დამატებითი სტრატეგიების გარეშე — როგორიცაა აკრძალვების შესრულებაზე კონტროლი (მაგალითად, ასაკის გადამოწმება), პლატფორმების პასუხისმგებლობა დამოკიდებულების გამომწვევ ალგორითმებზე და ბავშვების სწავლება სოციალური ქსელების გაცნობიერებულ გამოყენებაზე“,-განაცხადა ფსიქიატრმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა