ქოცების სასამართლოზე კაცი-შვილი არ დადის. მაგრამ მინდა, შალვა პაპუაშვილის სასამართლო პროცესზე მივიდე გამოპრანჭული, ვ შიკარნომ პალტო, იმპაზანტნაია,-ასე ეხმაურება ჟურნალისტი ვიკა ბუკია შალვა პაპუაშვილის განცხადებას გურამ როგავას „ფორმულადან“ წასვლის თაობაზე.
პაპუაშვილის თქმით, იშვიათი და დასაფასებელია აღიარების მოსმენა, რომ ადამიანი ჟურნალისტიკას კი არა, პროპაგანდას ემსახურებოდა.
აღნიშნულმა შეფასებამ ვიკა ბუკიას უკმაყოფილება გამოიწვია და მწვავე ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა..
„სულ რომ დამიჭირონ მანამდე – არაფერს არ ცვლის ეს. მე არ მივალ? სხვები დატკბებიან. დარწმუნებული ვარ ამ არარობის სასამართლო პროცესს არ გამაზავს ხალხი. თერაპიულად დატკბებიან იმის ყურებით ივანიშვილის კამეჩს როგორ ასამართლებს ქართული სასამართლო“,-წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.











