Uncategorized

ზელენსკი – უკრაინას შეუძლია ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, რადგან აქვს მსგავსი გამოცდილება, თუმცა ჯერ არცერთ პარტნიორს დახმარება არ უთხოვია

უკრაინას შეუძლია ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, რადგან აქვს მსგავსი გამოცდილება, თუმცა ჯერ არცერთ პარტნიორს არ უთხოვია დახმარება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა მსგავსი გამოწვევის წინაშე იყო სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთმა დაბლოკა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი.

„ჩვენ გავანადგურეთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილი და ვაიძულეთ ისინი დერეფნიდან უკან დაეხიათ”,- აღნიშნა ზელენსკიმ.

„ჩვენ შეგვიძლია, ეს გამოცდილება სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ, მაგრამ არავის უთხოვია, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით დავხმარებოდით. ​​ჩვენმა პარტნიორებმა მხოლოდ ჩვენი გამოცდილების გაზიარება გვთხოვეს“,- თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსებს უკრაინის სრული ოკუპაცია სურთ.

„ისინი მხოლოდ ულტიმატუმების ენაზე საუბრობენ. მათ სურთ, რომ ჩვენ უკან დავიხიოთ ჩვენი ტერიტორიიდან, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. თუმცა, ეს მოთხოვნა გასაგებია მათი უზარმაზარი დანაკარგების ფონზე. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ უკან დავიხევთ, ასობით ათას ადამიანს არ დაკარგავენ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეა, უკრაინას არ შეუძლია უკან დახევა, რადგან ეს ქვეყნისთვის უზარმაზარ რისკებს შექმნის.

„რუსეთი გააძლიერებს თავის პოზიციებს უკრაინაში და დაიწყებს შემდგომი ოკუპაციისთვის მზადებას. ისინი იტყუებიან და თამაშობენ თავიანთ თამაშებს პრეზიდენტ ტრამპთან. მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს ჩვენი სრული ოკუპაცია სურთ. ამიტომ უნდა შევაჩეროთ ისინი“,- განაცხადა ზელენსკიმ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს – ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.