უცხოური მედია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხთა ბიურო: დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და მხარს აღარ დაუჭერს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, აღარ დავემორჩილებით არარჩეულ ბიუროკრატებს

ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონვენციების ფინანსურ თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხთა ბიურომ გაავრცელა. განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მათი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ.

„სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და მხარს აღარ დაუჭერს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან. ჩვენ აღარ დავემორჩილებით არარჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს, რომლებიც ამ ორგანიზაციებს მართავენ. არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ, რომლებიც ამერიკელებისა და პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.“ – აღნიშნულია გავრცელებულ განხადებაში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა