პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველო რჩება პროგნოზირებად და სტრატეგიულად ხიდად ევროპასა და აზიას შორის. ფუჭია ქვეყნის უსამშობლო ძალების მხრიდან, საქართველოს “დაკომპლექსების” მცდელობა, რომ ის “გლობალური პროცესების მიღმაა”

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ყაზახეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. ანალიტიკოსი წერს, რომ ეს ასახავს თბილისის სტრატეგიულ წონას ევრაზიაში.

ქართველიშვილის სიტყვებით, ყაზახეთისთვის საქართველო პროგნოზირებადი და სტაბილური პარტნიორია:

„ყაზახეთისთვის, რომელიც აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ მარშრუტს, საქართველო შავი ზღვისა და ევროპული ბაზრებისკენ გასასვლელის გარანტიაა, ჩრდილოეთის მიმართულების შეზღუდვების პირობებში. ეს საუბარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ლოჯისტიკური და პოლიტიკური სტაბილიზატორის როლი სამხრეთ კავკასიაში, თანდათან ინსტიტუციურ ხასიათს იძენს“ – წერს დავით ქართველიშვილი. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ დღითიდღე ცენტრალური აზიის ნდობა საქართველოს მიმართ იზრდება, ხოლო სატრანსპორტო დერეფნები და ენერგეტიკული პროექტები დამატებითი ინსტრუმენტია ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. „ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართული სატელეფონო საუბარი დიპლომატიურ ფორმალობას არ წარმოადგენდა, იგი ასახავს თბილისის მზარდ სტრატეგიულ წონას ევრაზიულ არქიტექტურაში. განხილვის ცენტრში იყო ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ტურიზმი, თუმცა ამ ფორმულირებების მიღმა დგას უფრო ფართო მნიშვნელობა: აღმოსავლეთ–დასავლეთის ღერძის განმტკიცება, სადაც საქართველო უკვე არა პერიფერია, არამედ საკვანძო რგოლია.

ყაზახეთისთვის, რომელიც აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ მარშრუტს, სტაბილური და პროგნოზირებადი საქართველო წარმოადგენს შავი ზღვისა და ევროპული ბაზრებისკენ გასასვლელის გარანტიას, ჩრდილოეთის მიმართულების შეზღუდვების პირობებში. ეს საუბარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ლოჯისტიკური და პოლიტიკური სტაბილიზატორის როლი სამხრეთ კავკასიაში, თანდათან ინსტიტუციურ ხასიათს იძენს. გლობალური გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, სწორედ სატრანსპორტო დერეფნები და ენერგეტიკული პროექტები იქცევა სუვერენიტეტის განმტკიცების ინსტრუმენტად. თბილისი აჩვენებს უნარს, ააშენოს პრაგმატული პარტნიორობა იდეოლოგიური გადატვირთვის გარეშე, რაც ზრდის ნდობას ცენტრალური აზიის მხრიდან. ამ კონტექსტში ასტანასთან დიალოგი წარმოადგენს სიგნალს ბაზრებისთვის და ინვესტორებისთვის – საქართველო რჩება სტაბილურ, პროგნოზირებად და სტრატეგიულად აუცილებელ ხიდად ევროპასა და აზიას შორის. ფუჭია ქვეყნის უსამშობლო ძალების მხრიდან, საქართველოს “დაკომპლექსების” მცდელობა, რომ ის “მიღმაა” იმ “გლობალური პროცესებისა”, სადაც იდეოლოგიისა და დეკლარაციების გარდა არაფერი იკითხება“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა