პოლიტიკა

ლალი მოროშკინა- ვინ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს

„რა საერთო აქვს ბრიტანეთს, ვერმახტის “ყასაბს” და საქართველოს?“,-ამ სათაურით აქვეყნებს კონფლიქტების დარგში მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა პოსტს სოციალურ ქსელში.

ლალი მოროშკინა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის „ბიბისის“ ჟურნალისტის სკანდალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბრიტანეთის სადაზვერვო უწყების შეფის, ბლეიზ მეტრეველის ბაბუა დობროვოლსკი ნაცისტებთან თანამშრომლობდა და განსაკუთრებული სიძულვილით ექცეოდა ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს. „ქალბატონი მეტრეველი-დობროვოლსკაია, როგორც ვერმახტის საუკეთესო ტრადიციებშია,ასევე დაადგა ოპერატიული სამსახურის გზას და “გაიჭრა” ახლო აღმოსავლეთის “დასალაგებლად”,-წერს ლალი მოროშკინა.

„მოდით განვიხილოთ რას ერჩის ბრიტანეთი ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ცხადია, არავის სჯერა, რომ “იმედმა” და “პოსტივიმ” ისე მოჭრა თვალი და ყური ინგლისელებს, რომ პირდაპირ სასანქციო რიგში ჩააყენეს. გთავაზობთ ჩემს და იუენ სემერვილის (ბი-ბი-სის ჟურნალისტი) ჟურნალისტურ გამოძიებას.

ყველაფერი დაიწყო 2003 წელს უკრაინაში და საქართველოში ბრიტანული მოდელის “ფერადი რევოლუციების” ექსპორტით, ამ ყველაფერს 2002 წელს წინ უძღოდა ე.წ. “შლაინინგის პროცესი”, სადაც თქვენი მონა-მორჩილიც ვიღებდი მონაწილეობას. ეს იყო MI-6 -ის პროგრამა, სადაც ქათველები და აფხაზები ხვდებოდნენ და ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს განსაკუთრებულ ფორმატში, კერძოდ კი, მხოლოდ მიკროფონების საშუალებით. ჩვენი ერთკვირიანი კომუნიკაცია იწერებოდა და “ცენტრს” ეგზავნებოდა. როგორც ჩანს, მაშინ ბრიტანეთში დაიდო დასკვნა, რომ ქართველები ერთ ნაბიჯში არიან აფხაზებთან შესარიგებლად და საქართველოს “მსხნელად” მოუვლინეს მაოხრებელი გზირი-მიხეილ სააკაშვილი. აქ თხრობას შევაჩერებ, რადგან ყველამ კარგად იცით მერე რაც მოხდა. საქართველო სრულად გადავიდა ფაშისტურ, არნახული სადიზმით გაწაფულ მმართველობაზე.

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ 2012 წელს ჩვენს სამშობლოს გამარჯვება და განთავისუფლება მოუტანა, მაგრამ…. გააქტიურდა ბრიტანული დაზვერვა და პირველი დღიდან უამრავი ჩანერგილი მინისტრი თუ პარლამენტარი შეესია საქართველოს საჯიჯგნად და დასაზიანებლად. ახლა ეს ყველაფერი ნათლად ჩანს, თუმცა მაშინ ბევრი კითხვა გვებადებოდა (სამართლიანადაც).

2003 წლიდან ბრიტანეთმა დაიწყო უკრაინის ბანდერიზაცია პირდაპირი მნიშვნელობით. საბჭოთა გმირების ქანდაკებების მსხვრევა და ნაცისტი ბანდერას გაფეტიშება. 2022 წელს ომი რუსეთთან ასევე დიდი ბრიტანული თამაშის ნაწილი გახლდათ,სადაც საბოლოოდ განაცებული, გაპარტახებული და განახევრებული უკრაინა დაუბრუნდებოდა თავის ნაცისტურ წარსულს. ამ გეგმაში საჭირო იყო კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ჩაბმა და აი, საუკეთესო განტევების ვაცი -საქართველო! მაშინ ბატონ ბიძინას შემოუთვალეს, გახსენი მეორე ფრონტი, რამოდენიმე დღე მაინც გაუძელით, დარჩენილი მოსახლეობა კი იმდენად შემცირდება, რომ მათ მერე მოვუვლით. რა უნდა 500.000 ადამიანის უზრუნველყოფას, მეტი მაინც ვერ გადარჩებაო!!!! უარის შემთხვევაში დაემუქრნენ აქტივების გაყინვით და მისი და მისი გუნდის პირველი პირების ლიკვიდაციით (გახსოვთ ღია მუქარა კობახიძის მისამართით). ბიძინა ივანიშვილმა ჩვეული სიმშვიდით ცივი უარი განაცხადა. მაშინ კვლავ გააქტიურდა MI 6.

ახლა გთავაზობთ, ჩემი კოლეგის, ბი-ბი-სის ჟურანლისტის გამოძიებას!

” ბლეიზ მეტრეველი პირველი ქალი ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებაში. მისი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის დროს გახლდათ ნაცისტი მეტსახელად “ყასაბი”. საბჭოელი კონსტანტინე დობროვოლსკი მეორე მსოფლიო ომის პირველივე დღეებში გადავიდა მტრის მხარეს და სახელი გაითქვა,როგორც ყველაზე საშინელმა სადისტმა, რის გამოც მიიღო ზედმეტსახელი “ყასაბი”. აგენტ #30 ვერმახტის თანამშრომელი პირადად ხოცავდა ებრაელ ქალებს და ბავშვებს, რაც დიდ სიამოვნებას გვრიდა. არქივმა შემოინახა წერილები, სადაც წერია,რომ “ყასაბი” პირადად ძარცვავდა ჰოლოკოსტის მსხვერპლს, წარმოუდგენელ სიამოვნებას გვრიდა ებრაელი ქალების და ბავშვების გაუპატიურება და დახოცვა. ბი-ბი-სიმ აღმოაჩინა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც 1969 წელს დობროვოლსკი იყო კაგებეს დასაჭერთა სიებში. ეს 460 გვერდიანი “საქმეა” სადაც აღწერილია ბლეიზ მეტრეველის ბაბუის სადისტური ქმედებები. აქვე ნახსენებია, რომ ებრაელების გარდა “ყასაბი” განსაკუთრებული სიძულვილით ექცეოდა ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს.

ომის მერე დობროვოლსკის ცოლი ვარვარა ორი თვის შვილთან ერთად გაიქცა ბრიტანეთში. 1947 წელს გაყვა ცოლად დავით მეტრეველს, (ასევე ნაცისტს), რომელმაც იშვილა კონტანტინე უმცროსი და მისცა გვარი. 1977 წელს კონსტანტინეს ეყოლა შვილი ბლეიზ მეტრეველი.

ქალბატონი მეტრეველი-დობროვოლსკაია, როგორც ვერმახტის საუკეთესო ტრადიციებშია, ასევე დაადგა ოპერატიული სამსახურის გზას და “გაიჭრა” ახლო აღმოსავლეთის “დასალაგებლად”, ხოლო მიიღო რა დავალება “ჩაძიროს” პოსტსაბჭოთა ქვეყნები, დაუბრუნდა ლონდონს.

აი ასეთი ამბავია! იმედია ყველა ვხვდებით,რომ დიდ და დაუნდობელ თამაშში ვართ,დენთის კასრი აალებულია და ახლა მხოლოდ ერთად დგომა და სამშობლოს სიყვარული გადაგვარჩენს!,-წერს ლალი მოროშკინა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა