ეკონომიკა

აბასთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა – უნიკალური კურორტის განვითარებისათვის სახელმწიფომ და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ” არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, შესასრულებელი სამუშაოს პირველ ეტაპზე დაგეგმილი წინასაპროექტო კვლევების შედეგად განისაზღვრება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთო ურბანული კონცეფციის მიხედვით რეაბილიტაციას საჭიროებს.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა, ქუჩებისა და გზების განახლება და ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. პროექტის მთავარი მიზანია აბასთუმნის ისტორიული გარემოსა და კულტურული თავისებურებების შენარჩუნება და ამავდროულად, რეაბილიტაციის პროცესში თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. აბასთუმნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას და კომფორტული გარემოს შექმნას ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის. უნიკალური კურორტის, აბასთუმნის განვითარებისათვის სახელმწიფომ და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ” არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელეს. მათ შორის, აშენდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ფილტვის ქრონიკულ პათოლოგიათა მკურნალობის ახალი ცენტრი და ამბულატორია, დასრულდა კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე ისტორიული სახლების, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო სადგურის და ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია.

შემუშავდა კურორტ აბასთუმნის გენგეგმა, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-რეაბილიტაცია. კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა და სასტუმრო-კომპლექს „პარაგრაფის“ მშენებლობა. გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები კურორტის რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ აბასთუმანი სრულად ჩამოყალიბდება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კურორტად და გაიძლიერებს პოზიციას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.