სამართალი

გდდ-ს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი- ჩვენ პირიქით, მი­ვი­ღეთ იმ­დე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა, დამ­ცი­რე­ბა, ცე­ცხლე­ბი, მო­ლო­ტო­ვე­ბი გვეს­რო­ლეს, რე­ე­ბი არ მო­ვით­მი­ნეთ

სპეც­რაზ­მე­ლე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა გდდ-ს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი (ხარება) და მიაჩნია, რომ სპეც­რაზ­მე­ლე­ბი “ვი­ღა­ცამ ჩა­უშ­ვა”.

 მისი თქმით, გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ და­ად­გი­ნეს სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა, როცა ყვე­ლა მათ­განს ნი­ღა­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბა ეკე­თა.

„შიგინდან ჩაუშვეს ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორე ეს ბიჭები რა შუაში არიან“ – ამბობს ზვიად ხარაზიშვილი.

„რა გითრხა ერთი, ჩემი პასუხი არის ყველასთან, ჩემი ბიჭების წინაშე და ჩემი სამხედროს წინაშე, მე ადრეც ვთქვი ბევრჯერ, გუშინ მთელი დღე ტელეფონმა ტვინი წაიღო, ყველა ჩემთან რეკავდა, ან მე რას მირეკავთ, ვერ გავიგე?

მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით მე ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ. 

არვიცი იდენტიფიცირება მოხდა რომ? ეს არ ვიცი. ახლა მასკიანი ადამიანები, იცით ნიღბიანები , ეკიპირებით… ჩაშვებულია აბა რა არის ახლა. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს ახლა რა გამოლევს, ხელს რომ იშვერეს. შიგინდან ჩაუშვეს ალბათ, თვითონ შიგნით თბილად იყოს ვინმე და სხვა დაიჭიროს, ალბათ ეგეთი რამ გააკეთა ვიღაც არაკაცმა, თორე ეს ბიჭები რა შუაში არიან.

ვინმეს კი არ ვამართლებ და ხელს კი არ ვაფარებ, გადაცდომა ყველგან ხდება. გადახედეთ იმ სხვა ქვეყნებს, ვსიაც თქვენ ებაძებით, რეებს უშვებიან იქ ხალხს – ქალებს,  ბავშვებიანად ბოდიში და წიხლის ქვეშ იდებენ. 

არ ვიცი ადამიანი დაჭერილია და საჩვენებლად დაჭერილი მე არ მინახია. ციხეში ახლა მე რომ ვიჯდე და დამიჭირონ, როგორ ფიქრობთ, საჩვენებლად ვიქნები დაჭერილი? პატიმარი პატიმარია, ციხე ციხეა, საჩვენებელი მე არ ვიცი, რას ნიშნავს.  

დასავლეთი რა შუაშია, რეები ხდება იმ ქვეყნებში თქვენ უკეთ არ იცით? ვინმეს თვალები გამოვთხარეთ, ვინმე მოვკალით?რა გავაკეთეთ ისეთი ჩენ, პირიქით, მივიღეთ იმდენი შეურაცხყოფა, დამცირება, ცეცხლები, მოლოტოვები გვესროლეს, რეები არ მოვითმინეთ”, – ამბობს ხარება. 

“პირველების” ჟურნალისტმა გდდ-ს ყოფილ შეფს ჰკითხა, თვითონაც იყო თუ არა დაბარებული საგამოძიებო უწყებაში.

„არ არის ეგ თქვენი საქმე, თუ დამიბარებენ პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი არ დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებია. ეს ყველამ კარგად იცის”, – აცხადებს ზვიად ხარაზიშვილი.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ, 2024 წლის აქ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­მი­ტინ­გე ზვი­ად მა­ი­საშ­ვი­ლის, პო­ლი­ტი­კოს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი­სა და ჟურ­ნა­ლისტ გუ­რამ რო­გა­ვას მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე 5 პირი, მათ შო­რის 3 ყო­ფი­ლი და ერთი მოქ­მე­დი სპეც­რაზ­მე­ლი და­ა­კა­ვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა