ამბავისპორტი108 ნახვა
თეთრ სახლში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლას არმან ცარუკიანი დააზღვევს

15 ივნისს თეთრ სახლში გასამართ ბრძოლას UFC-ს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის არმან ცარუკიანი დააზღვევს.
სომეხი სპორტსმენი იმ შემთხვევაში იბრძოლებს, თუ მთავარი შეხვედრის რომელიმე მონაწილე ტრავმის, ან სხვა მიზეზის გამო ასპარეზობას ვერ მოახერხებს.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
29 წლის ცარუკიანს UFC-ში ზედიზედ ხუთი გამარჯვება აქვს – ბოლოს ის 2025 წლის 22 ნოემბერს დენ ჰუკერს დაუპირისპირდა და მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა.