პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: იტალიური მხარის მიერ შეიძლება დაყენებული იყოს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე, მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერ-ჯერობით იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს ევროკავშირთან მიმართებით, იყოს უფრო მეტად მკაფიოდ განმარტებული და ქართული პოზიციები, პასუხისმგებელი პირებისადმი იყოს, რაც შეიძლება, დეტალურად მიტანილი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სენატორებთან შეხვედრებზე ფართო რეგიონული უსაფრთხოების, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების და ქართულ-იტალიური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„გაიმართა შეხვედრები იტალიის პარლამენტის სენატის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ იტალიელ კოლეგებთან, სენატორებთან, განგვეხილა მიმდინარე აქტუალური საკითხები, რომლებიც ერთი მხრივ, უკავშირდება უსაფრთხოებას, როგორც ევროპის, ევროკავშირის, ისე საქართველოს, სამხრეთ კავკასიის და ფართო რეგიონის მიმდინარე მოვლენების ფონზე, რომლებიც მათ შორის, ვითარდება ახლო აღმოსავლეთში. გარდა ამისა საუბარი შეეხო იმ მიმართულებებს, რომლებიც სამომავლოდ იტალიური მხარის მიერ შეიძლება იყოს დაყენებული, მათ შორის, ევროკავშირის წინაშე იმისათვის, რათა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერ-ჯერობით იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს ევროკავშირთან მიმართებით იყოს კიდევ უფრო მეტად მკაფიოდ განმარტებული და ქართული პოზიციები, შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისადმი იყოს რაც შეიძლება დეტალურად მიტანილი. საგულისხმოა ის, რომ იტალიელი კოლეგები ძალიან კეთილგანწყობით მოეკიდნენ იმ თემას, რასაც ჰქვია ქართულ-იტალიური ურთიერთობების სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად განვითარება და გაღრმავება, რაც თავისთავად მისასალმებელი ფაქტია,“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა