ჯანდაცვა

ბავშვთა ნევროლოგი დიუშენის მკურნალობაზე: ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება

„ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც შევხედავთ ამ წამლების გავრცელების რუკას, ჩანს რომ ამერიკის წამლის სააგენტომ მათ მისცა უფლება გამოყენების, მაშინ როდესაც ევროპის სააგენტო ჯერ კიდევ აგრძელებს კლინიკურ კვლევებს.

„გვინდა იყოს და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო კარგი წამლები გაჩნდება. ჯერჯერობით, ეს ყველა წამალი ანელებს დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ ამ დაავადებას, თუმცა როდესაც შევხედავთ ამ წამლების გავრცელების რუკას, ჩანს რომ ამერიკის წამლის სააგენტომ მათ მისცა უფლება გამოყენების, მაშინ როდესაც ევროპის სააგენტო ჯერ კიდევ აგრძელებს კლინიკურ კვლევებს, აზუსტებს მათ ეფექტურობას და უსაფრთხოებას. ამიტომ, ჩვენც ველოდებით საბოლოო მონაცემებს.
ევროპა პასუხისმგებლიანი გაერთიანებაა და ისინი ჯერ კიდევ აზუსტებენ რაღაც მონაცემებს. ამიტომ, რა უნდა ვთქვათ ჩვენ მეტი თითოეულმა ადამიანმა ან პატარა ქვეყანამ, როდესაც ევროპის წამლის სააგენტო არის დიდი ორგანიზაცია, ყველა იმ ქვეყნებისგან შემდგარი და ისინი კიდევ ელოდებიან კლინიკური კვლევების დასკვნებს“, – აღნიშნა ნანა ტატიშვილმა.

იგი ასევე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო მიერ მომზადებულ ცვლილების პროექტს, რომლის მიღების შემდეგაც, ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება.

ნანა ტატიშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გამოკვლევები სჭირდებათ ამ ბავშვებს იმისთვის, რათა შეაფასო მათი დაავადების დინამიკა. 

როგორც მან აღნიშნა, ახლა საშუალება ექნებათ წელიწადში ორჯერ ჩაიტარონ ამბულატორიული და ერთხელ სრული სტაციონარული გამოკვლევა, რაც სჭირდებათ ყველა იმ კვლევის ჩათვლით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები, იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში – მაგათ დროს არსებულ ბიუჯეტზე მეტი, ბიძინას დახარჯული აქვს ქვეყნისთვის და ქველმოქმედებაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.