განცხადება · 91 ნახვა
„მჯერა, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს და უნგრეთთან ურთიერთობები ნორმალიზდება“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებს წააგებს, რის შემდეგაც უნგრეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელი გახდება.
ზელენსკიმ ამის შესახებ იტალიურ მედიასაშუალებასთან – „Corriere della Sera“ ინტერვიუში განაცხადა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„უნგრეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ მას სამხედრო წონა არ აქვს. მე მასთან [ორბანთან] არ ვსაუბრობ, რადგან მას არ სურს, მაგრამ მაქვს კონტაქტები რობერტ ფიცოსთან. მჯერა, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს და შემდეგ ჩვენ შევძლებთ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას, ასევე იმიტომ, რომ უნგრელი ხალხი პრორუსულად არ არის განწყობილი.“ – აღნიშნა მან. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა მიუღებელია.
ვოლოდიმირ ზელენსკი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ვოლოდიმირ ზელენსკი„მქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე გაგრძელდეს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“
- ვოლოდიმირ ზელენსკი„უკრაინას შეუძლია ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, რადგან აქვს მსგავსი გამოცდილება, თუმცა ჯერ არცერთ პარტნიორს დახმარება არ უთხოვია“
- ვოლოდიმირ ზელენსკი„ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, ჩვენ მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ვაცნობებთ“
- ვოლოდიმირ ზელენსკი„პარტნიორებმა უნდა თქვან, მათ არჩევნების ჩატარება, თუ ჩემი შეცვლა სურთ“
