განცხადება · 172 ნახვა
„რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი დემოკრატიული ირანი იქნებოდა, რომელიც არ ემუქრება მეზობლებს, მაგრამ ასეთი რამ რეალობისგან შორსაა“
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, იდეალური სცენარი იქნებოდა, თუ ირანი დემოკრატიული ქვეყანა გახდებოდა და მეზობლებს აღარ დაემუქრებოდა.
თუმცა, როგორც კალასი აღნიშნავს, ასეთი რამ რეალობისგან ჯერჯერობით შორსაა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„რა თქმა უნდა, იდეალური სცენარი დემოკრატიული ირანი იქნებოდა, რომელიც არ ემუქრება მეზობლებს, მაგრამ ასეთი რამ რეალობისგან შორსაა. ახლა ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რა მიმართულებით განვითარდება ეს ომი“, – თქვა კალასმა.
კალასმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში სწრაფად ფართოვდება, ხოლო თეირანის სტრატეგიას რეგიონში ქაოსის დათესვა და ცეცხლის ალში გახვევა წარმოადგენს.
„ომი ახლო აღმოსავლეთში სწრაფად ფართოვდება. თეირანის სტრატეგიას წარმოადგენს რეგიონში ქაოსის დათესვა და ცეცხლის ალში გახვევა. მეზობლებზე თავდასხმის განურჩევლად განხორციელება რეჟიმის დაისზე მეტყველებს“, – დასძინა კალასმა.
კაია კალასი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- კაია კალასი„მექნება შეთავაზება, იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს“
- კაია კალასი„ევროკავშირის ურთიერთდახმარების პუნქტი ნატო-ს არ ეწინააღმდეგება, ჩვენ უნდა ვიყოთ სანდოები, ამისთვის კი უნდა ვიყოთ ერთიანები და შევძლოთ გადაწყვეტილებების მიღება“
- კაია კალასი„ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან“
