პოლიტიკა

კაია კალასი – ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკში უკრაინის გაწევრიანების შესახებ კონკრეტული თარიღის შესათავაზებლად მზად არ არიან, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, წევრი სახელმწიფოები არ არიან მზად კონკრეტული თარიღის დასასახელებლად. კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ ვფიქრობ, მათი პრიორიტეტია, გადადგან ნაბიჯები და აჩვენონ, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია“, – განაცხადა კაია კალასმა.

ამასთან, ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმაც დაადასტურა, რომ კონკრეტული თარიღის განსაზღვრისთვის მზადყოფნა ჯერ არ არსებობს და აღნიშნა, რომ ეს საკითხი სამშვიდობო შეთანხმებასთან არის დაკავშირებული.

„მოგვწონს თუ არა, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ძალიან მჭიდრო კავშირშია სამშვიდობო შეთანხმებასთან. იქნება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება? სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ რუსეთი რაიმე ნაბიჯს გადადგამს, და რუსეთი ნაბიჯს თუ არ გადადგამს, შეთანხმება არ იქნება. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია, რომ 2026 წელს შეთანხმებას მივაღწევთ. თუ ვცდები, ამას ყველგან, ყველა ინტერვიუში სიამოვნებით ვაღიარებ. თუმცა ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ რუსებს შეთანხმების გაფორმება სურთ“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.