პოლიტიკა

Reuters: ინდური ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ, რადგან ირანის კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში მომარაგების დეფიციტი შექმნა

ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მილიონობით ბარელ რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ. როგორც წყარო იტყობინება, ქვეყანა ცდილობს თავი დააღწიოს ნავთობის მიწოდების დეფიციტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ინდოეთი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 40%-ს ახლო აღმოსავლეთიდან ჰორმუზის სრუტის გავლით იღებს, ხოლო ნედლი ნავთობის მარაგი ქვეყნის მოთხოვნას დაახლოებით 25 დღისთვის აკმაყოფილებს, რაც მას მიწოდების შოკების მიმართ დაუცველს ხდის.

სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა, მათ შორის Indian Oil-მა, BPCL-მა, HPCL-მა და MRPL-მა, ტრეიდერებისგან დაახლოებით 20 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი შეიძინეს. მანამდე, ინდოეთმა შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვები აშშ-ის ზეწოლის ფონზე, მაგრამ არსებულ პირობებში ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები ბაზარზე ბრუნდებიან, რადგან ხელმისაწვდომობა ფასზე უფრო კრიტიკული ხდება

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა