პოლიტიკა

New York Post: ტრამპი “დამარცხებულ” ესპანეთს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ სტარმერით “ძალიან იმედგამაცრუებელია”, რადგან აშშ-ს “კითხვების გარეშე” უნდა დაეხმაროს ირანთან დაკავშირებით

ხუთშაბათს, The Post-თან სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც მისი თქმით, უსარგებლოები არიან, სასტიკი იერიში მიიტანა, კერძოდ, მან ესპანეთი „დამარცხებულად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა „უპირობოდ“ უნდა დაუჭიროს მხარი აშშ-ს კამპანიას ირანის წინააღმდეგ.

„ბევრი გამარჯვებული გვყავს, მაგრამ ესპანეთი დამარცხებულია და დიდი ბრიტანეთი ძალიან იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ტრამპმა The Post-თან სატელეფონო ინტერვიუში. „[ესპანეთი] ძალიან მტრულად არის განწყობილი ნატოს მიმართ“.

„ისინი არ იხდიან თავიანთ გადასახადს – ესპანეთი ერთადერთია, რომელმაც 5%-იანი გადახდის წინააღმდეგ მისცა ხმა და ისინი ძალიან მტრულად არიან განწყობილნი“, – თქვა მან, ალიანსის წევრების ვალდებულებაზე მითითებით, რომ თავდაცვაზე თავიანთი მშპ-ის 5% უნდა გამოყონ.

როდესაც ჰკითხეს Telegraph-ის ცნობებზე, რომლის მიხედვითაც მან კერძო საუბრებში კირ სტარმერსაც „დამარცხებული“ უწოდა, ტრამპმა პირდაპირი პასუხი გასცა. „ვთქვათ ასე – ის უინსტონ ჩერჩილი არ არის,“ – განაცხადა ტრამპმადა ამ კვირის დასაწყისში ნათქვამი ფრაზა გაიმეორა.

ტრამპი იმედგაცრუებულია სტარმერით იმის გამო, რომ აშშ-ს არ აძლევს ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას ირანის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის დაბომბვის კამპანიაში.

„ძალიან იმედგამაცრუებელი იყო მისი მოქმედებები, როცა საქმე ჩვენს ძლიერ თავდასხმას ეხებოდა მტრულ სახელმწიფოზე,“ -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა: „[სტარმერმა] ყოველგვარი კითხვისა და ყოყმანის გარეშე უნდა მოგვცეს ისეთი რამ, როგორიცაა ბაზები.”

დონალდ ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ სტარმერის წინააღმდეგობა პენტაგონთან თანამშრომლობაზე მისთვის მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ ახლო მოკავშირეები არიან. „ჩვენ ნამდვილად უნდა შეგვეძლოს მათზე დაყრდნობა,“ – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. „კირისგან ძალიან გამიკვირდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ.“ – თქვა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.