პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ვიზალიბერალიზაცია რადიკალების ბოლო მცდელობაა საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად

ნინო ლომჯარიას გერმანიის ელჩთან შეხვედრის საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ შეხვედრის ირგვლივ „მალვისა და ფარულობის არჩევა“ საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.

„მათი ზრახვები ვეღარ იმალება, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფსევდოლიბერალები მორიგ შეტევას ახორციელებენ საქართველოს ხელისუფლებაზე,“ — აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება, თუმცა, მისი შეფასებით, ეს მცდელობაც შედეგს ვერ გამოიღებს. „ლომჯარიამ თავიდანვე მალვა და ფარულობა აირჩია გერმანიის ელჩთან შეხვედრისას. მათ ნამდვილად აქვთ დასამალი, რადგან მათი ზრახვები საზოგადოებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ ირჩევენ მალვას — ამ მალვაში სურთ ქვეყანა და საზოგადოება უბედურებაში გარიონ და ამ ფონზე ნახონ პოლიტიკური სარგებელი.

მათი ზრახვები ვეღარ იმალება, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფსევდოლიბერალები მორიგ შეტევას ახორციელებენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ქართულ საზოგადოებას ამზადებენ დარტყმისთვის. ვიზალიბერალიზაცია მათ „შეიარაღებაში“ ბოლო მცდელობაა, რომ საზოგადოებაზე გავლენა მოახდინონ, თუმცა ესეც ფუჭად დასრულდება და შედეგს ვერ გამოიღებს. როდესაც მალვას ირჩევ, ავტომატურად ჩნდება ეჭვი — „ქურდს ქუდი ეწვის“. ასევეა აქაც: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც ისინი თითქოს აცხადებენ, რომ ქვეყანას ომისკენ არ უბიძგებენ, თუმცა ხშირად წამოსცდებათ, რომ ურჩევნიათ საქართველოში ბომბები ცვიოდეს და ამით პოლიტიკური სარგებელი მიიღონ,“ — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა