ნაცმოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე სუს-ში თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძის და გიორგი კანდელაკის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება.
„გუბაზის, გიორგის და თინას დაბარება სუსში ირანზე, იმ საკითხებზე, რაც საჯარო სივრცეში სულ ვრცელდებოდა – სასაცილოა. შევახსენებ ქოცს, რომ სუსმა საქართველოს საზოგადოება ღირსადაც არ ჩათვალა ინფორმაცია ან გამოძიების შედეგები მიეწოდებინა , როცა აშშ-ის ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი დამნაშავედ ცნო ირანის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ შეთქმულებაში, რომლის მიზანიც ირანულ-ამერიკელი ჟურნალისტისა და აქტივისტის მასი ალინეჯადის დაგეგმილი მკვლელობა იყო ნიუ-იორკში.
მაშინ შემთხვევით გადარჩა ჟურნალისტი. როგორ მოხდა საქართველოს მოქალაქის რეკრუტირება სხვისი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ. უფრო ზუსტად, რუსული და ირანული. სად იყავით მაშინ? რა სასაცილოები ხართ“,-აცხადებს ხატია დეკანოიძე.











