პოლიტიკა

„ვინც 100-ის ფარგლებში გამრავლება იცის, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს იგივე აკრძალვაა” – ლევან ყურაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე 

,კობახიძემ 6 წელზე ზემოთ მანქანებს აღარ ავკრძალავთ, მაგრამ კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარიან გადასახადს დავაწესებთო,-წერს ბლოგერი ლევან ყურაშვილი პრემიერის განცხადების კომენტირებისას.

მისი თქმით, რეალურად, ვინც 100-ის ფარგლებში გამრავლება იცის, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს იგივე აკრძალვაა.

2.0 ძრავიანი, 2019 წლიანი მანქანის განბაჟება+მოსაკრებელი დაჯდება 10 000 ლარამდე.

„ადამიანები შედარებით ასაკიან მანქანებს იმიტომ კი არ ყიდულობენ, რომ ვიღაცას 2018 წლიანი მოდელი უნდა მაინცდამინც

იმიტომ ყიდულობდნენ, რომ იაფია.
10 000 ლარი მარტო გაფორმებაში რომ გაქვს გადასახდელი, ცხადია აღარავინ იყიდის.

ამ ღარიბ ქვეყანაში, სადაც დასაქმების უსერიოზულესი პრობლემაა, ხშირად მანქანა არამხოლოდ გადაადგილების, არამედ თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა ხოლმე.

და ეს ხალხი, ვინც ნახევარ მილიონიანი მანქანებით დაქრის ბასლაინებზე, სხვებს თავის გადარჩენასაც უკრძალავს.

ეს და მსგავსი კანონებიც ზუსტად ისევე უნდა გაუქმდეს ქოცების გაყრის მერე, როგორც ტროტუარზე დგომის აკრძალვის ან რუსული კანონები გაუქმდება.“-წერს ბლოგერი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა