დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწოდებები ირანელი ხალხისადმი — დაამხონ ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი, ბევრს 1991 წლის ერაყის ტრაგიკულ მოვლენებს ახსენებს. ამის შესახებ წერს „ბიბისის“ რედაქტორი ჯერემი ბოუენი, რომელიც იმ პერიოდში ბაღდადში იმყოფებოდა. იგი გვაფრთხილებს, რომ ამერიკული მხარდაჭერის გარეშე დაწყებული ამბოხი ხშირად კატასტროფით სრულდება.
„1991 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უფროსმა ერაყელებს მოუწოდა, „საკუთარ ხელში აეღოთ ძალაუფლება“ და განედევნათ სადამ ჰუსეინი. შიიტები სამხრეთში და ქურთები ჩრდილოეთში აჯანყდნენ, რადგან აშშ-ის დახმარების იმედი ჰქონდათ. თუმცა, კოალიცია პროცესებს მხოლოდ შორიდან აკვირდებოდა. სადამმა გამოიყენა დარჩენილი სამხედრო ავიაცია და ათასობით ადამიანი ამოხოცა. შედეგად, მსოფლიომ იხილა ჰუმანიტარული კატასტროფა თოვლიან მთებში, სადაც ქურთები ყინვისა და შიმშილისგან მასობრივად იხოცებოდნენ.
დღეს ისტორია მეორდება, ოღონდ უფრო მასშტაბურად. ტრამპის გადაწყვეტილება, ჩაებას ომში ირანის წინააღმდეგ (პირველად ისრაელთან ერთობლივი ოპერაციით), მიზნად ისახავს თეირანის ბირთვული ამბიციების განადგურებას.
ისრაელის სტრატეგია: ნეთანიაჰუსთვის ეს არის „40-წლიანი ოცნების“ ასრულება — ისლამური რეჟიმის სრული განადგურება და რეგიონში ერთპიროვნული ჰეგემონიის დამყარება.
აშშ-ის პოზიცია: მიუხედავად იმისა, რომ ომი ამერიკაში არაპოპულარულია, ტრამპის ადმინისტრაცია თვლის, რომ ირანის რეჟიმის დასრულება მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის.
ანალიტიკოსები შიშობენ, რომ 2003 წლის ერაყის შეჭრის მსგავსად, რეჟიმის დამხობას მკაფიო გეგმის გარეშე, ქაოსი მოჰყვება.
სადამის დამხობის შემდეგ შექმნილმა ძალაუფლების ვაკუუმმა წარმოშვა „ისლამური სახელმწიფო“ (ISIS). ირანის შემთხვევაში ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია.
ნავთობზე ფასების ზრდა და რეგიონული არასტაბილურობა დარტყმას აყენებს აშშ-ის მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში.
: ტრამპი, რომელიც ამომრჩეველს „უსასრულო ომების“ დასრულებას ჰპირდებოდა, შესაძლოა ახალ, უფრო მძიმე კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული“,-წერს ჯერემი ბოუენი.











