Uncategorized

დონალდ ტრამპმა ამერიკული მედია ყალბი ცნობების გავრცელებაში დაადანაშაულა

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპმა რამდენიმე ამერიკული მედია გააკრიტიკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა The New York Times-ი, The Wall Street Journal-ი და სხვა მედიასაშუალებები ყალბი ცნობების გავრცელებასა და ფაქტების განზრახ დამახინჯებაში დაადანაშაულა.

„კიდევ ერთი განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური ფეიკ-ნიუს მედიისგან იმ 5 თვითმფრინავის შესახებ, რომლებიც თითქოს საუდის არაბეთის აეროპორტში ჩამოაგდეს და გამოსაყენებლად უვარგისია. სინამდვილეში, ბაზაზე დარტყმა რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, მაგრამ თვითმფრინავები არც „ჩამოუგდიათ“ და არც „გაუნადგურებიათ“. ხუთიდან ოთხს პრაქტიკულად არანაირი დაზიანება არ მიუღია და ისინი უკვე დაბრუნდნენ მწყობრში. ერთს ოდნავ მეტი დაზიანება ჰქონდა, მაგრამ ისიც მალე ჰაერში იქნება. არცერთი არ განადგურებულა და არც ახლოს ყოფილა ამასთან, როგორც ამას ფეიკ-ნიუსები სათაურებში წერდნენ. New York Times-ს და Wall Street Journal-ს (განსაკუთრებით) და სხვა მდაბიო „გაზეთებსა“ და მედიას რეალურად სურთ, რომ ჩვენ ომი წავაგოთ. მათი საშინელი რეპორტაჟები რეალური ფაქტების ზუსტი საწინააღმდეგოა“, – დაწერა ტრამპმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა