განცხადება · 151 ნახვა
„„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“
ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და ემსახურება იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე საუბრისას.
„ქალბატონი გჟებიკი, რომელიც პოლონეთის სახელისუფლებო წრეებთან არის აფილირებული, საქართველოში ფორმალურად გამოგზავნეს. ის წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა რგოლში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახლდათ. პრაქტიკულად წინასწარ დაწერილი დოკუმენტი, წინასწარ დაწერილი დასკვნა გაასაღეს ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნად, რომელიც თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და ემსახურება იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აბსურდის თეატრის მორიგი წარმოდგენა გამართონ“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის” დასკვნად წარმოადგინა.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.
გიორგი სოსიაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გიორგი სოსიაშვილი„მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაი-ქართველებს, მაგალითებს იმისას, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა წლები და მათ სახელებს ვეღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის ჩვენს გმირ მეფეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო“
- გიორგი სოსიაშვილი„ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო. აქამდე ვისთვის დაუშლიათ დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე“
- გიორგი სოსიაშვილი„დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე“
- გიორგი სოსიაშვილი„ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან რას – გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, “თინა ტაივანელის” განცხადებები“
