პოლიტიკა

ალის ვაიდელი: გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას

გერმანული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერი, ალის ვაიდელი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასა და სამთავრობო კოალიციის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ქვეყანა „ეკონომიკური კატასტროფის“ წინაშე დგას.

„გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშეა. მაჩვენებლები სულ უფრო და უფრო უარესდება. ჩვენ ვერ ვხედავთ კურსის ვერანაირ ცვლილებას. პროცესები უბრალოდ ისევე გრძელდება, როგორც მერკელის ეპოქისა და „შუქნიშნის“ [გერმანიის წინა კოალიციური მთავრობა] მთავრობის დროს ხდებოდა“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„იგივე პოლიტიკა უბრალოდ ინერციით გრძელდება, ხოლო „შავ-წითელი“ კოალიციის რეიტინგების დრამატული ვარდნა აჩვენებს, რომ ამ მთავრობას – კლინგბაილსა და მერცს – რეალური მხარდაჭერა აღარ გააჩნია. მოსალოდნელია, რომ მისი მმართველობა იმაზე უფრო სწრაფად დასრულდება, ვიდრე წინა „შუქნიშნის“ კოალიციის შემთხვევაში მოხდა“, – დასძინა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა