Uncategorized

ირაკლი კობახიძე – ევროპული ქვეყნის ელჩს როცა უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე მეტყველებს ტრაგიკულობის ხარისხზე, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი

ევროპული ქვეყნის ელჩს როდესაც უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე მეტყველებს ტრაგიკულობის ხარისხზე, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩს გასდის ვადა ივნისში და ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა.

„მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული, ყულევთან და „იმედთან“ დაკავშირებით მისი განცხადება ამის დასტურია. ევროპული ქვეყნის ელჩს როცა უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება“, ეს უკვე მეტყველებს ტრაგიკულობის ხარისხზე, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ამ კაცს გასდის ვადა ივნისში და საბოლოო ჯამში, ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა