საზოგადოება

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე- ავად მგონიხართ ყველა, ვინც უშვებთ აზრს, რომ მე შეიძლება მიხაროდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესება

მართლა ავად მგონიხართ ყველა, ვინც თუნდაც ერთი წამით უშვებთ აზრს, რომ მე შეიძლება მიხაროდეს პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესება,-წერს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„ჩვეულებრივი პროპაგანდის მსხვერპლი ხართ, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს ხართ ამ ბრძოლაში. არ ვარ მე ეგ ადამიანი. არასოდეს ვყოფილვარ. არასოდეს ვიქნები.

ის რომ კელაპტრებით არ დავრბივარ, ყველას და ყველაფერს ვცდილობ თავისი სახელი დავარქვა და ყველაფერზე შემიძლია ღლაბუცი, არ ნიშნავს რომ ვინმეს რამე ცუდს ვუსურვებ. ადამიანობას ნუ დაგაკარგვინებთ უსამართლობა და ბრაზი.“,-წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.



Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა