ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲡᲮᲕᲐ17 ᲛᲐᲠᲢᲘ13:27
რობერტ ფიცო

განცხადება · 135 ნახვა

„არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს“

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს.

როგორც ფიცომ აღნიშნა, აღნიშნული განცხადება მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი წერს, რომ კოშტასთან სატელეფონო საუბარი 45 წუთს გაგრძელდა და ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენ „დრუჟბას“ აღდგენის საკითხს დაეთმო.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ევროკომისიამ ამ დრომდე არ წარადგინა კონკრეტული წინადადებები ელექტროენერგიის ფასების შემცირების შესახებ.

„სლოვაკეთის მთავრობას არ შეუძლია შეეგუოს უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნავთობის ტრანზიტის შეჩერების ცალმხრივ და მავნე ნაბიჯს და ელოდება, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ზეწოლას მოახდენენ უკრაინის ხელმძღვანელობაზე რუსული ნავთობის ნაკადის აღსადგენად, რომლის მიღების უფლებაც 2027 წლის ბოლომდე გვაქვს. ევროკავშირის ინსტიტუტებს არ შეუძლიათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენონ“, – დაწერა ფიცომ.

რობერტ ფიცო სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. რობერტ ფიცო„ჩვენზე ნავთობის ფასები ზეწოლას ახდენს. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ სძინავს დონალდ ტრამპს. როდესაც მას კარგად სძინავს, ნავთობის ფასები ეცემა- როდესაც არ სძინავს და რაიმე განცხადებას აკეთებს, ნავთობის ფასი ავტომატურად იზრდება“
  2. რობერტ ფიცო„ევროკავშირი არასდროს მდგარა ასეთი საფრთხეების წინაშე, არასდროს ყოფილა ასეთი დასუსტებული, უმწეო და დანაწევრებული“