ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ1 ᲛᲐᲘᲡᲘ13:20
რობერტ ფიცო

განცხადება · 102 ნახვა

„ჩვენზე ნავთობის ფასები ზეწოლას ახდენს. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ სძინავს დონალდ ტრამპს. როდესაც მას კარგად სძინავს, ნავთობის ფასები ეცემა- როდესაც არ სძინავს და რაიმე განცხადებას აკეთებს, ნავთობის ფასი ავტომატურად იზრდება“

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული არასტაბილურობა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გავლენა მკვეთრი განცხადებით შეაფასა. ამასთან, საერთაშორისო ვითარებაზე საუბრისას გაეროს ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის განცხადებითაც, დღეს გაერო “სასაცილოდ გამოიყურება“ და ვერ ახერხებს გავლენიანი სახელმწიფოების შეჩერებას.

ფიცომ რიტორიკული კითხვები დასვა და მიუთითა, რომ ვერავინ შეაჩერა შეერთებული შტატები ერაყში, ირანში ან ვენესუელაში. მანვე გამოთქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა სხვა ქვეყნებიც მოხვდნენ ვაშინგტონის ინტერესების სფეროში, მათ შორის კუბა.

“დღეს გაერო სასაცილოდ გამოიყურება. ვინ შეაჩერა ამერიკელები ერაყში? ვინ შეაჩერა ამერიკელები ირანში? ვინ შეაჩერა ამერიკელები, მაგალითად, ვენესუელაში? მეშინია, რომ გამოჩნდებიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ძალიან, ძალიან აინტერესებს შეერთებულ შტატებს. დღეს კი ვგულისხმობ განსაკუთრებით კუბას”- აღნიშნა ფიცომ.

პრემიერის თქმით, კვლავ აქტუალურია დანიისა და გრენლანდიის საკითხი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ნავთობის ფასებზე და განაცხადა, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად რეაგირებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებზე და იმაზე, თუ როგორ სძინავს მას. მანვე ისაუბრა ნატოზე და აღნიშნა, რომ არ უნდა შეიქმნას იმის ილუზია, რომ ნატო უცვლელი სტრუქტურაა და მისი გაქრობა შეუძლებელია.

“დანია- გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხიც არსებობს, სადაც, სავარაუდოდ, შეერთებული შტატები კვლავ გამოხატავს თავის ინტერესს. ეს კარგი დრო არ არის. ჩვენზე ნავთობის ფასები ზეწოლას ახდენს. ეს კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ სძინავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. თუ მას კარგად სძინავს, ნავთობის ფასები ეცემა. თუ ცუდად სძინავს და რაიმე განცხადებას აკეთებს, ნავთობის ფასები ავტომატურად იზრდება. რა არის პასუხი ნატოს შესაძლო დაშლაზე? რადგან ნატოს დაშლა შეიძლება რეალურად მოხდეს. არ უნდა მოვიტყუოთ თავი, თითქოს ეს შეუძლებელია ან ამის პროგნოზირება რთულია, ნატოს გაქრობა სავსებით შესაძლებელია”- განაცხადა რობერტ ფიცომ.

რობერტ ფიცო სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. რობერტ ფიცო„არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს“
  2. რობერტ ფიცო„ევროკავშირი არასდროს მდგარა ასეთი საფრთხეების წინაშე, არასდროს ყოფილა ასეთი დასუსტებული, უმწეო და დანაწევრებული“